ტელეკომპანია "ოდიშის" ეთერში მთავარი საინფორმაციო გამოშვება "დრო" ყოველდღე 22:00 სთ–ზე გადის...
გადაცემა თეზისი ყოველ კვირას 22:00 საათზე
სპორტ ნიუსი ოდიშზე
ცოდნა წარმატებაა ოდიშზე
ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საჯარო შეხვედრაში მონაწილეობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ოდიშს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა დიალოგის ეთერში ყველა იმ მნიშვნელაოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც საკონსტიტუციო პროექტს ეხება. საუბარია ახალ საკონსტიტუციო მოდელზე, რომელიც საგრძნობლად შეამცირებს მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ–მინისტრისა და მისი მთავრობის გაძლიერების ხარჯზე. გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.კითხვაზე, თუ როგორ ხედავს პრეზიდენტი საქართველოს სახელმწიფო მოწყობას, საპრეზიდენტოს, საპარლამენტოს, ნახევრად საპრეზიდენტოს თუ სხვას, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ არავის არ მოსვლია აზრად ხალხისთვის აეხსნა, რომელი მოდელი რას ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო თითოეულის მნიშვნელობა.გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველი ქალაქის სტატუსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია 12-ვე თვითმმართველ ქალაქს სტატუსი შეუნარჩუნდეს.გიორგი მარგველაშვილმა „ოდიშის“ კითხვას, რომელიც ქვეყნიდან დევნილ მესამე პრეზიდენს ეხებოდა, უპასუხა, რომ მას ძალიან აწუხებს მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა, თუმცა მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს კითხვისნიშნები და მან ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.პრეზიდენტმა ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობა, არც დაასტურა და არც უარყო. მან დაადასტურა ის, რომ მისი არჩევის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი არ ქონია. საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით ცალსახად გამოხატა, მისი თქმით, ცვლილებები რაღაც დოზით აუცილებელია, თუმცა ეს უნდა მოხდეს ხალხთან შეთანხმებით.
აპილი 2018 |