სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა რწმუნებულის პოსტს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_tengiz-gunava02.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობაზე აღადგინა.მისივე განმარტებით თენგიზ გუნავას ციხიდან გამოშვება სამართლიანი იყო.გუნავას განმარტებით, სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე იგი რამდენიმე დღეში, პროცედურული საკითხების მოგვარების შემდეგ დაბრუნდება.  თენგიზ გუნავას თქმით, პოლიტიკურ საქმიანობას იგი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად განაგრძობს.სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო ქონების გაფლანგვის ბრალდებით სასამართლომ თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა. თვრამეტდღიანი პატიმრობის შემდეგ,  30 ივლისს მიხეილ სააკაშვილმა თენგიზ გუნავა შეიწყალა, 1 აგვისტოს კი მისი თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.


Нравится