ა. ო. „სამეგრელოს ხმის“ ოფისში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_politika_ao-jgushia11.jpgა.ო  “სამეგრელოს ხმის” ოფისში დღეს  სხვადასხვა არსამთაავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ზუგდიდელი საზოგადოება შეიკრიბა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოწვეულ საზოგადოებას ადგ.თითმართველობის მუშაობასთან დაკავშირებით საკუთრი მოსაზრება გააცნო, თენგიზ ჯგუშიამ ასევე ისაუბრა რამდენიმე ფაქტზე რომელზე დაყრდნობითაც ზ.მ. გამგეობა არაეფექტურ მუშაობაში დაადანაშაულა, მისი თქმით გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები დაკისრებულ მოვალეოას თავს ვერ ართმევენ, ჯგუშიას განცხადებით უწყება არაპროფეიონალებით არის დაკომპლექტებული. ჯგუშიას მხრიდან ბრალდებები გაისმა “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლაშა გოგიას მიმართაც, „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „სოდის“ ყოფილი თანამშრომელი ლაშა გოგია უწყლოდ დარჩენილ რიყის მოსახლეობას დაემუქრა, რომ არ გაემართათ საპროტესტო აქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში დასჯით დაემუქრა.

ჯგუშიას განცხადებას გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ჯგუშია არის დაქირავებული პიროვნება რომელიც დაკვეთას ასრულებს, “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა გოგიამ ჯგუშიას ბრალდებებს აბსურდული უწოდა.სამეგრელოს ხმის ოფისში შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა, ჯგუშიამ დასძინა, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღსდგება  და იგი პირადად იზრუნებს  მოსახლეობის უფლებების დასაცავად.


 

Нравится