მედიცინა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ზუგდიდის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_bavs-29.jpgზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნილი მცირეწლოვანი ბავშვის მდომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.  ის გუშინ, ზუგდიდიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიორაძის ინფორმაციით, დღეს დილით ის მართვით სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა და ამ დროისთვის დამოუკიდებლად სუნთქავს. 

ქუთაისის ინტერვენციური  მედიცინის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელთან შედარებით დაშავებული ბავშვის მდგომარეობა არ გაუარესებულა, საერთო სურათი მაინც მძიმეა. ბავშვი ამ დრომდე ინტენსიურ მკურნალობის პროცესს გადის.

სამ წლამდე ბავშვი გუშინ, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. მას სხეულის სხვადასხვა  სახის დაზიანება აღენიშნებოდა - მათ შორის, ქალა-ტვინის და გულ-მკერდის დახურული ტრამვები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

comments

მარტი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended