ზუგდიდში დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენა-დიაგნოსტირების მიზნით უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_qss--24.jpgახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონმა" ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან ერთად სხვადასხვა დაავადების საწყის ეტაპზე გამოვლენა-დიაგნოსტირების მიზნით უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, რემა ღვამიჩავას თქმით, ზუგდიდში მათ ჩამოიყვანეს ქირურგი, ექოსკოპისტი, გინეკოლოგი, ასევე სარძევე და ფარისებრი ჯირკვლის სპეციალისტები, თავის და კისრის სპეციალისტები. მისივე თქმით, სამედიცინო კვლევების მიზანია ყველა პათოლოგია საწყის ეტაპზე იყოს აღმოჩენილი, რომელიც განკურნების მაქსიმალურ შანსს იძლევა.

უფასო სამედიცინო კვლევები დღეს დაიწყო და ის ხვალ დასრულდება. გამოკვლევაზე მისული პაციენტები ამბობენ, რომ  დროული მკურნალობა პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.

ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონის" ხელმძღვანელის თქმით ეს პირველი აქციაა, რომელსაც ონკოლოგიის  ცენტრთან ერთად ახორციელებენ. ნინო ჯანაშია ამბობს, რომ სამედიცინო კვლევები პერმანენტულად გაგრძელდება და ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს უფასო გამოკვლევით.

ასოციაცია „ქსენონის“ მხრიდან აღნიშნული აქტივობა ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა - „ერთობლივი ძალისხმევა კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვისთვის“.

Нравится