მედიცინა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

H1N1 ვირუსით ზუგდიდში ორი ადამიანი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა

Share

download.jpgH1N1 ვურუსით, ე.წ ღორის გრიპით ზუგდიდში, რეფერალურ საავადმყოფოში 68 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტი სამკურნალოდ აფხაზეთიდან, კერძოდ კი გალიდან გადმოიყვანეს, თუმცა მას ვირუსი ქრონიკული დაავადების ფონზე განუვითარდა და გადმოყვანიდან ორ დღეში, 18 იანვარს გარდაიცვალა. დაავადებათა ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილი ე.წ "ღორის გრიპით" იყო დაავადებული. მეორე პაციენტი, რომელიც ასევე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ აღნიშნული დაავადებით იყო ინფიცირებული. მედიკოსების განცხადებით, დაავადების დადასტურება ვერ მოხერხდა, რადგან დაგვიანებული მომართვა იყო კლინიკაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად, ერთი პაციენტი მკურნალობის პროცესს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის. ნანა ოდიშარიას განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გრიპის გავრცელების მატება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება. ნანა ოდიშარიას თქმით, შემთხვევების მატებასთან ერთად ხდება მომართვიანობისა და გამოძახებების მატება, ამასთან, სპეციალისტები დაავადების პრევენციის მიზნით, მოსახლეობას რჩევითაც მიმართავენ. ბოლო მონაცემებით, ზუგდიდში, H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი ამ დრომდე კლინიკაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მომატებული ვირუსების გამო სამედიცინო დაწესებულებები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე არიან გადასულები.

comments

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended