მედიცინა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ხმაური ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში

Share

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის მედპერსონალმა დღესაც ახალი მენეჯმენტი სამკურნალო დაწესებულებაში არ შეუშვა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც. საავადმყოფოს თანამშრომლებმა და დაწესებულების პაციენტებმა კლინიკის ახალ დირექტორს ნოდარ ჩიქოვანს კარი ჩაუკეტეს და შენობის შიგნით შესვლის უფლება დღესაც აღარ მისცეს. ექიმ-ინფექციონისტის ნოდარ მაჭავარიანის განცხადებით, მათთვის მიუღებელია ახალი მენეჯმენტის შემოსვლა კლინიკაში. ამასთან, მისივე განმარტებით, წინასაახალწლოდ მათ ჩაერიცხათ ნახევარი თვის ხელფასი, თუმცა კლინიკის მედპერსონალის ყველა თანამშრომელმა მის აღებაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლების მსგავსად უნდობლობას ახალ მენეჯმენტს დაწესებულების პაციენტებიც უცხადებენ. მათი თქმით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში კლინიკის არსებობა ეჭქვეშ დგება. მედიასთან კომენტარი ინფექციური საავადმყოფოს ახალმა ხელმძღვანელმაც გააკეთა. ნოდარ ჩიქოვანის განცხადებით, მიუხედავად მის მიმართ საავადმყოფოს პერსონალის წინააღმდეგობისა, ის მაინც შეეცდება მათთან საერთო ენის გამონახვას. დაპირისპირება ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და ახალ მენეჯმენტს შორის ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერსაც მოხდა. კლინიკის თანამშრომლები არ ცნობენ კომპანიის მფლობელობას და აცხადებენ, რომ „ბლოკ-ჯორჯიას“ წარმომადგენლებს დაწესებულებაში არ შეუშვებენ. მათი თქმით, აღნიშნულ კომპანიას კლინიკის განვითარებისთვის არც ერთი ინვესტიცია არ განუხორციელებია. თავის მხრივ "ბლოკ ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობა კანონის სრული დაცვით შეიძინეს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნიათ.

comments

ივლისი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended