„ქართული ცეკვა- სული ერისა“- ზუგდიდში რეზო ბულიას სახელობის მესამე ხელოვნების ფესტივალი ჩატარდა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_cek-23.jpgზუგდიდში ჩატარდა რეზო ბულიას სახელობის მესამე ხელოვნების ფესტივალი „ქართული ცეკვა- სული ერისა“ . ფესტივალი 2017 წლიდან აღინიშნება. მასში დასავლეთ საქართველოს ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ. ფესტივალის დირექტორია ანსამბლ „ცისკარის“ ხელმძღვანელი  რომეო ბულია. ფესტივალის ორგანიზატორია ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი  საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი და მხარდამჭერია  ადგილობრივი მედია. ღონისძიება საფესტივალო პროგრამით არის წარმოდგენილი, ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ ჩაფიქრებულია კონკურსის სახით მისი ჩატარება და  საერთაშორისო დონის ფესტივალის გაკეთება.

 

 

 

Нравится