„ნინოშვილის 25“ - ილია ჭანტურიას წიგნის პრეზენტაცია ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ILIAWA-24.jpg„ნინოშვილის 25“ ილია ჭანტურიას სადებიუტო პროზაული კრებულია. მოთხრობების უმეტესობაში სიუჟეტი ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ვითარდება. წიგნის მთხრობელები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან – ეს ის თაობაა, რომელმაც აგვისტოს ომი გადაიტანა, მათმა მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა კი სამოქალაქო ომი და დევნილობა გამოიარეს.ქალაქი უმოძრაობაშია, პერსონაჟებს კი სურთ გაარღვიონ მოჯადოებული წრე. მათ ორი გზა აქვთ: განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს.- ეს „ნინოშვილის 25-ის“ რეცენზიაა. მშობლიურ ქალაქში, ილიას სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ილია თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. წერა, როგორც თვითონ ამბობს 15 წლის ასაკში დაიწყო. ახლა წარმატების პირველ ნაბიჯებს ითვლის. ილია ჭანტურიას წიგნი სადებიუტო ნაშრომია, რომელშიც შესულია 8 მოთხრობა. წიგნის პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში გამომცემლობა „ინტელექტის“ ორგანიზებით გაიმართა, საღამოს უძღვებოდა მწერალი ზვიად კვარაცხელია.

 

Нравится