კულტურა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

პოეტის და ლექსიკოგრაფის, ალიო ქობალიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ზუგდიდში.

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_alioqo-26.jpgპოეტის და ლექსიკოგრაფის, ალიო ქობალიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა ზუგდიდში. ღონისძიება ორგანიზაცია "სამეგრელოს" ინიციატივით ჩატარდა. საღამოს მწერლები, პოეტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოეტის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ, რომლებამ გაიხსენეს ბატონი ალიო და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.ალიო ქობალია (1927 – 2006 წ. წ.) დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნაფიჩხუში, ლექობალეს უბანში.დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 – 1992 წ.წ. ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონული გაზეთის რედაქციაში. არის ავტორი სოხუმში გამოცემული პოეტური კრებულებისა ,,თეთრი ბილიკი’’, ,,ნისლი ჭალაში’’, ,,ველის ყვავილი’’, ,,წყნარი თოვლი’’, ,,ნაღვლიანი დღე’’, ,,შენი სახელი’’, ,,ცისფერი კვამლი” და სხვ. 2010 წელს გამმცემლობა ,,არტანუჯმა’’ გამოსცა ალიო ქობალიას ,,მეგრული ლექსიკონი” , რომელშიც შესულია 97 ათასი ლექსიკური ერთეული და სიტყვა - სტატია ( ეს არის შემოკლებული ვერსია ლექსიკონისა, რომლის შევსებას იგი სხვა თავისივე ლექსიკონებიდან გეგმავდა). 

ნაშრომი ძირითადად ეფუძნება აფხაზეთში (შუასოფელსა და სამურზაყანოში) და სამეგრელოში (ოდიშსა და ლაკადაში) მოძიებულ საველე მასალებს, აგრეთვე მეგრულ ფოლკლორსა და ეთნოგრაფიულ მასალებში დაფიქსირებულ, ენათმეცნიერთა მიერ დამოწმებულ და გაანალიზებულ კოლხიზმებს, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებს. მასში ცალკე ერთეულებად, სიტყვა-სტატიების სახითაა შეტანილი მეგრული ლექსიკისათვის დამახასიეთებელი იდიოზმები და და სხვა ორ და მეტ სიტყვიანი მყარი გამოთქმებიც, იმ მთხრობელთაგან გაწეული და ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი ცნებები, რომელთა ნაწილი ნაწილი აქამდე არ დაფიქსირებულა, რაც ზრდის მის მნიშვნელობას ქართველური ენებისა და საქართველოს ეთნოგრაფიის შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის.

მას დარჩა გამოუქვეყნებელი ეთნოგრაფიული ნაშრომები, ისტორიოგრაფიული, მითოლოგიური, კოსმოგონიური ძიებანი, ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური , ფრაზეოლოგიური ლექსიკონები, მეგრული და ქართული ლექსები და პოემები, პროზაული ნაწარმოებები. 

ალიო ქობალია გარდაიცვალა 2006 აპრილს, ზუგდიდში, სადაც ცხოვრობდა 1993 წლიდან, აფხაზეთიდან დევნილობის შემდეგ. დაკრძალულია მანცხვარკარის სასაფლაოზე.

 

 

comments

იანვარი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 1 2 3

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended