კულტურა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

თემურ ჩხეიძის ,,ART- ხელოვნება'' ზუგდიდში

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_artgaler-23.jpgსაინიციატივო  ჯგუფი „ART-UNIVERSAL“-ი ზუგდიდელებს მაღალი დონის კულტურული  ღონისძიებებით ანებივრებს, რისი დასტური კიდევ ერთი ლამაზი საღამო იყო არტ-გალერეაში, სადაც რეჟისორი თემურ ჩხეიძე ზუგდიდელ საზოგადოებას შეხვდა.ღონისძიების თანაორგანიზატორი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრია. ღონისძიების მედიაპარტნიორია ტელერადიოკომპანია ოდიში. ამასთან, ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას ჟურნალი "გზა", ვებ-გვერდი "კვირის პალიტრა", რადიო "ათინათი" და ონლაინ გამოცემა "ლაივპრესი" უზრუნველყოფენ.სპონსორები არიან  სასტუმრო "იბერია პალასი" "ლაზიკა კაპიტალი" კლინიკა "გული" "ART-გალერეა"რეჟისორმა აქ მოღვაწეობის წლები თბილად გაიხსენა და  დარბაზის შეკითხვებს უპასუხა.შეგახსენებთ,  რომ  50 წლის წინათ, 1965 წელს  იგი  ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. „ჩემი ცხოვრების ისეთი წლები და პერიოდი მაკავშირებს თქვენს ქალაქთან, რომ ის არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან“, – განაცხადა მან. 

საღამოს კი,  ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა ჩვენება მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლისა „ART- ხელოვნება“,  რომელიც    თემურ ჩხეიძის  სარეჟისორო მოღვაწეობის  50-ე  წლისთავს მიეძღვნა.

ეს სპექტაკლი, რომელიც  თემურ ჩხეიძემ  თხუთმეტი წლის წინათ დადგა თავის თეატრში, იმთავითვე მოექცა ქართული თეატრალური სამყაროს ყურადღების ცენტრში , როგორც ბრწყინვალე რეჟიორული და სამსახიობო ნამუშევარი და  ზოგადად თანამედროვეობის ურთულესი  პრობლემატიკის უაღრესად საინტერესო ფორმით გახსნის ნიმუში, როგორც ეს თემურ ჩხეიძისათვის არის ნიშნეული.  

სპექტაკლი დადგმულია ცნობილი ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, თეატრალურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული პრემიების  მფლობელის იასმინა რეზას პიესის ,,არტის" მიხედვით, რომელიც მრავალი წელია უდიდესი წარმატებით იდგმება საფრანგეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების თეატრალურ სცენებზე  

ჩხეიძის რეჟისურისა  და  ზურა ყიფშიძის, მიშა გომიაშვილისა და ალეკო მახარობლიშვილის სამსახიობო ხელოვნების წყალობით  ზუგდიდელ მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა კიდევ ერთხელ სეიოზულად დაფიქრებულიყო, იმაზე, რამ შეიძლება გათიშოს უახლოესი ადამიანები და სად გადის ზღვარი   დასაშვებსა და დაუშვებელს შორის, რა კვებავს გაუცხოებას და რა გამოცდას უნდა გაუძლოს ადამიანურმა ურთიერთობამ როცა გემოვნება, პოზიცია შორდება ერთმანეთს. არის ღრმა შინაგანი კავშირი სპექტაკლში მიმდინარე პროცესსა და ჩვენში დღეს მეტად აქტუალურ პრობლემას შორის, რომელსაც, ჩვენში სპექტაკლისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, არა ხელოვნება, არამედ პოლიტიკა იწვევს.

სპექტაკლის ჟანრი  კომედიაა, დარბაზსა და სცენაზე ცრემლი და ღიმილი მონაცვლეობს, გრძნობათა ამ გამას თემურ ჩხეიძე მისი ხელწერისათვის დამახასიათებელი ღრმა ფსიქოლოგიზმით და მსახიობითვის დაუნანებლად მიცემული თავისუფლებით, მინიმალისტური დეკორაციით, სიჩუმის მუსიკით  ქმნის. 

comments

ივლისი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended