მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_teatri-20.jpgზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრმა სპექტაკლის "ბაში-აჩუკის" ჩვენება გამართა. სპექტაკლის სიუჟეტი ვითარდება 17-ე საუკუნის საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან სპარსელები. ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში აჯანყება იწყება, რომელსაც ბიძინა ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ბაში - აჩუკს დახმარებისთვის ქსნის ერისთავებთან აგზავნის . აჯანყება მალე მთელ საქართველოში იწყება. ყიზილბაშები შუამთის მონასტერს ესხმიან თავს და სხვა გადამალულ ქალიშვილებთან ერთად ბაში-აჩუკის დები სპარსეთის შაჰის ჰარამხანისთვის მიჰყავთ. ბაში-აჩუკი თავს ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. ჩოლოყაშვილის მეთაურობით აჯანყებულთა რაზმები თავს ესხმიან სპარსელების ციხე-სიმაგრეს, ყიზილბაშები გარბიან. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის ჩვენებამ სრული ანშლაგით ჩაიარა.

Нравится