„სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში“ - ღონისძიება ზუგდიდში.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_cekvebi-16.jpg14 და  15 ნოემბერს  ქ.ზუგდიდში ჩატარდა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ბავშვთა და მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლების შემაჯამებელი კონცერტი, ასევე ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სამეგრელო ქორეოგრაფიულ ფერხულში. ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ საქართველოს ქორეოგრაფიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი ბატონი ოლეგ ალავიძე,ქ.თბილისის ქორეოგრაფიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი კახაბერ მარკოიშვილი,საქართველოს ქორეოგრაფიის პასუხისმგებელი მდივანი ბატონი მურმან გამისონია და სამცხეჯავახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ბატონი გოჩა გრძელოშვილი.ღონისძიების მხარდამჭერი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი "ოდიში".სცენაზე ცეკვისა და სიმღერის ანსამლ "ჩელას“ ძველმა  თაობამ  ძველი ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულა.ანსამბლებმა ოვაციები და მოწონება დაიმსახურეს.პარალელურად ვფოიეში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც რეგიონის ხელოვანთა შემოქმედებას ასახავდა. 

Нравится