21 ნოემბერს ზუგდიდი ლეგენდარულ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს უმასპინძლებს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_sdafsegsrdg.jpgსაინიციატივო ჯგუფი "არტ უნივერსალი" -ს ინიციატივითა და ორგანიზებით 21 ნოემბერს ქალაქი ზუგდიდი ლეგენდარულ რეჟისორს თემურ ჩხეიძეს უმასპინძლებს. ორგანიზატორის ხატია ჯანაშიას განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში ზუგდიდის შალვა დადიანის  სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება თემურ ჩხეიძის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლის "არტ ხელოვნება" -ს ჩვენება, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მსახიობები ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი მიიღებენ. დაგეგმილია ასევე ლეგენდარული რეჟისორის შეხვედრა მაყურებლებთან და თაყვანისმცემლებთან, ამასთან თემურ ჩხეიძე ზუგდიდის თეატრში შემოქმედებით კოლექტივს და თეატრის სტუდიელებს მასტერკლასს ჩაუტარებს. ღონისძიების თანაორგანიზატორი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელმწიფო დრამატული თეატრია. ქართული სამსახიობო ვარსკვლავების მონაწილეობით სპექტაკლისთვის აქ განსაკუთრებულად ემზადებიან. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის განცხადებით, ეპოქალური მნიშვნელობის რეჟისორის და მსახიობთა შესახვედრად ყველაფერი მზადაა. ღონისძიების მედიაპარტნიორია ტელერადიოკომპანია ოდიში. ამასთან, ღონისძიების საინფორმაციო მხარდაჭერას ჟურნალი "გზა", ვებ-გვერდი "კვირის პალიტრა", რადიო "ათინათი" და ონლაინ გამოცემა "ლაივპრესი" უზრუნველყოფენ. ორგანიზატორების განცხადებით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და მისი დაჯავშნა ტელეფონით ხდება.

Нравится