ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_tetri-300.jpgზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებისთვის სპექტაკლი "ოქროს წიწილა" წარმოადგინა. დარბაზში მყოფმა მაყურებლებმა, რომელთა შორის ბავშვები ჭარბობდნენ, ემოციებს ვერ მალავდნენ, რაც ოვაციებშიც გამოიხატა. სპექტაკლის მიმდინარეობისას მონაწილე მსახიობებსა და მაყურებლებს შორის ერთგვარი კომუნიკაციაც შედგა. საბოლოოდ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი მაყურებელმა დადებითად მიიღო, რაც სპექტაკლის ბოლოს ოვაციებშიც გამოიხატა.

Нравится