სეზონის პირველი პრემიერა ზუგდიდის თეატრში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_teatri-18.jpg„შვლის ნუკრის ნაამბობი“- სწორედ ამ სახელწოდების თოჯინური სპექტაკლით გაიხსნა ახალი თეატრალური სეზონი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში. ვაჟა ფშაველას ნაწარმოების მიხედვით სცენაზე გაცოცხლებულმა  პერსონაჟებმა მაყურებლების მხრიდან დიდი ოვაციები და მოწონება დაიმსახურა. როგორც სპექტაკლის რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა აღნიშნა, იგი დარწმუნებული იყო, რომ მაყურებელს განსხვავებულ ჟანრში დადგმული სპექტაკლი მოეწონებოდა. ზუგდიდის შალვა დადიანის  თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის განმარტებით, სპექტაკლის რეჟისორი ნიკა  საბაშვილი  თავის თაობაში ერთ-ერთი  საუკეთესოა,  მისივე თქმით,  წარმოდგენა საინტერესო იყო არა მარტო პატარებისთვის, არამედ ყველა თაობის მაყურებლისთვის. სპექტაკლში  ზუგდიდის თეატრალური დასის უნიჭიერესი მსახიობები გოგი გუგუჩია, ირაკლი სამუშია, მარინა დარასელია   მზევინარ ჩარგაზია და სხვები მონაწილეობდნენ. როგორც თეატრის ხელმძღვანელობა გვპირდება, ახალი სეზონი უამრავი საინტერესო და შემოქმედებითი საღამოებით იქნება დატვირთული, რაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში გარკვეულ როლს შეასრულებს. 

Нравится