ანსამბლმა „ჩელამ“ გენერალური რეპეტიცია უცხოელ სტუმრებთან ერთად ერთად გაიარა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_kulturis_saxli.jpgირლანდიელი ფიონა და ენდრიუსი უკვე ერთ კვირაზე მეტია  ზუგდიდში  იმყოფებიან და ქართულ-მეგრულ  უნიკალურ ფოლკლორულ სიმღერებს ეუფლებიან . დღეს უკვე ზუგდიდის კულტურის ცენტრ „ ოდიშის „ საკონცერტო დარბაზში  ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა „ჩელამ“  გენერალური რეპეტიცია უცხოელ სტუმრებთან ერთად  ერთად გაიარა.ანსამბლ „ჩელას „ ხელმძღვანელი  და ლოტბარი ბესო ჭითანავა ამბობს, რომ  მისდა გასაკვირად   უცხოელებმა ძალიან მოკლე დროში მარტივად შეითვისეს რამდენიმე მეგრული და ამავდროულად აფხაზური სიმღერები.ირლანდიელმა  მომღერლებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს , რომ ძალიან მოხიბლული არიან ჩვენი რეგიონის სილამაზით , კულტურით,  სტუმართმოყვარეობით  და რაც ყველაზე მთავარია, გენიალური ფოლკლორით .ისინი სამეგრელოდან თავიანთ ქვეყანაში აქ შეძენილი  ჩონგურებით ხელდამშვენებულები ჩავლენ. 

Нравится