კულტურა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

"რუსთავი 2 შენთვის" - მრავალათასიანი კონცერტი ზუგდიდში

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_ru2-31.jpgგორში, ფოთში და ბათუმში წარმატებით ჩატარებული კონცერტების შემდეგ რუსთავი 2 ზუგდიდს ეწვია. გრანდიოზული კონცერტი ქალაქში იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ სკეიტპარკში ჩატარდა. კონცერტის დაწყებამდე რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები და კომედი შოუს მსახიობები ტელეკომპანია „ოდიშს“ სტუმრობდნენ. არხის ეზოში კი მათ გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები ელოდნენ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ღონისძიება დღის 4 საათზე ბავშვებისთვის გაიხსნა. ამ დროიდან საღამოს 8 საათამდე პატარებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სხვადასხვა ატრაქციონებზე ეთამაშათ. საღამოს 8 საათზე კი შოუს მთავარი ნაწილი დაიწყო, სცენაზე კომედი შოუს მსახიობები გამოვიდნენ. მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე მსახიობებმა საზოგადოებისთვის საყვარელი ნომრები შეასრულეს, რასაც მაყურებლების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. არხის მეგა-პროექტების იქს ფაქტორის, ნიჭიერის და საქართველოს ვარსკვლავის მომღერლების გამოსვლისას კოკისპირული წვიმაც წამოვიდა, თუმცა მრავალათასიან მაყურებელს ვერც უამინდობამ გაუფუჭა განწყობა. მომღერლების მიერ შესრულებულ სიმღერებს მაყურებელიც აჰყვა. განსაკუთრებული ოვაციები კი წლევანდელი იქს ფაქტორის გამარჯვებულის გიორგი ნაკაშიძის გამოსვლას და მის მიერ შესრულებულ კომპოზიციას მოჰყვა. სცენიდან მაყურებლებს განსაკუთრებული სიყვარულისა და გვერდში დგომისთვის მადლობა არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ, პოპულარული შოუების წამყვანებმა - ნანუკა ჟორჟოლიანმა და მაია ასათიანმა გადაუხადეს. რუსთავი 2-ის კონცერტი კახაბერი და ხანუმების და ჯგუფ გამოუვალი მდგომარეობის კონცერტით დასრულდა. კახაბერი და ხანუმების შოუმ მაყურებლებში ბევრი ააცეკვა, ხოლო ჯგუფი გამოუვალი მდომარეობის სიმღერები ფართოდ აიტაცეს.  რუსთავი 2-ის კონცერტით „რუსთავი 2 შენთვის“ კმაყოფილი იყვნენ როგორც მაყურებლები ასევე არხის გენერალური დირექტორი და მარკეტინგის უფროსი. ნიკა გვარამიას თქმით, პროექტი შედგა წინააღმდეგობების მიუხედავად რუსთავი 2 საკონცერტო ტურნეებს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. ზუგდიდიდან არხის პოპულარული სახეები უახლოეს პერიოდში ქუთაისში ჩავლენ.

comments

ივლისი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
29 30 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 1 2

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended