"ერისიონი"-ს კონცერტი ზუგდიდში

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_erisioni-18.jpgანსამბლმა ერისიონი ზუგდიდში კონცერტი გამართა. კონცერტი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ სკეიტპარკში შეკრებილ მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ თვალ-ყური ედევნებინათ ქართული ნაციონალური ცეკვებისა და სიმღერებისთვის. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და პროდიუსერმა შეკრებილებს განსაკუთრებული აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს. წელს ერისიონს დაარსებიდან 130, ხოლო ჯემალ ჭკუასელს 80 წელი შეუსრულდა. ქართულმა ცეკვებმა და სიმღერებმა მაყურებლებში დიდი ოვაცია გამოიწვია. იყო ემოციური შეძახილები და ტაში. ანსამბლი ერისიონი იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოგზაურობს. ზუგდიდიდან მოცეკვავეები ბათუმში გაემგზავრნენ

Нравится