გალის რაიონში კიდევ ერთი გატაცების ფაქტი დაფიქსირდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_konfliqtebi_gataceba17.jpgგალის რაიონის სოფელ ზემო  ბარღებიდან ექვსმა შეიარაღბულმა, ნიღბიანმა პირმა 33 წლის ცირა ცაცუა გაიტაცა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთს ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ოთარ გოგოხია ავრცელებს.
მისივე განცხადებით, გამტაცებლები მალევე დაუკავშირდნენ ცაცუას ოჯახს და გამოსასყიდის სახით 30 ათასი ამერიკული დოლარი მოითხოვეს.
გატაცებულის ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას უკვე მიმართეს. ოთარ გოგოხიას განცხადებით, ცაცუას ოჯახს გამოსასყიდის გადახდის საშუალება არ აქვს.
ცირა ცაცუა გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მცხოვრებია, ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. გატაცება 15 სექტემბერს საღამოს მოხდა.


Нравится