აფხაზეთიდან დევნილი ჯონი ჭკადუა სოფ. სიდაში რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როცა ის გალიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_konfliqtebi_dakaveba.jpgრუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ზუგდიდის რაიონში მცხოვრები ჯონი ჭკადუას ოჯახის წევრები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ. ნათესავების განცხადებით, ჯონი ჭკადუა მარიამობის დღესასწაულის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავიდა და როდესაც სახლში ბრუნდებოდა, გალის რაიონის სოფელ სიდაში დააკავეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯონი ჭკადუა სოფელ სიდაში, რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ნათესავების განმარტებით, მას 6-და 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ამის გამო ოჯახის წევრებმა დამხარებისთვის ხელისუფლებას მიმართეს


Нравится