კონფლიქტები

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

რა ხდება ე.წ სასაზღვრო ზოლის და ბარიკადების შექმნიდან დღემდე დე -ფაქტო საზღვართან

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_gall-022.jpg91 წლის არნოლდი ბაბუა, ყველა იმ ფაქტის თვითმხილველია, რომელიც ე.წ სასაზღვრო ზოლის და ბარიკადების შექმნიდან  დღემდე  დე -ფაქტო საზღვართან ხდება. იგი ხურჩა-ნაბაკევის ყოფილ გამშვებ პუნქტთან ახლოს ცხოვრობს და ჩვენთან საუბარში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალებს ისხენებს.

მოხუცის თქმით, ხურჩა -ნაბაკევის ყოფილი გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ბევრი პრობლემა შეუქმნა, როგორც ენგურს გაღმა,  ასევე  ენგურს გამოღმა მცხოვრებ მოსახლეობას  რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული სისასტიკით, არჩილ ტატუნაშვილი, დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია და რამდენიმე დღის წინ ირაკლი კვარაცხელია რუსებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე მოკლეს.  თვითმხილველთა ინფორმაციით, კვარაცხელიას ცხედარს ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა, რაც ოკუპანტების მხრიდან , მასზე ძალადობის ფაქტზე მიუთითებს.

ამ ფონზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო პერიოდში  რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან კიდევ უფრო გამკაცრებულ ზომებზე, თავად გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა საუბრობს.

როგორც ცნობილია, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, რუსებმა გალის რაიონის ტერიტორია სასაზღვრო ზოლად გამოაცხადეს და სწორედ ამის შემდეგ 2009 წელს გალის რაიონში პირველი რუსული სამხედრო დანაყოფები შეიყვანეს. იმავე წელს აპრილის შუა რიცხვებიდან სამხედრო ბაზების მშენებლობა ინტენსიური ტემპით დაიწყო. პირველი სამხედრო ბაზა სოფელ ფიჩორში აშენდა, შემდეგ სამხედრო ბაზების მშენებლობა მდინარე ენგურის გასწვრივ ხუთ სოფელში - ოტობაიაში, ნაბაკევში, ჭუბურხინჯში, ლეკუხონასა და საბერიოში გაგრძელდა.

აღნიშნული სამხედრო ბაზები მაღალი დონის ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ოფიცრებისთვის და ჯარისკაცებისთვის საცხოვრებელი სახლებით და შემდეგ უკვე დანარჩენი ინფრასტრუქტურით. ოფიცრების ნაწილი ბაზებზე ოჯახებითურთ ცხოვრობს, თითოეულ ბაზაზე ჯარისკაცებისა და ოფიცრების კონტინგენტი სხვადასხვაა, ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა ქალაქ გალში მდებარეობს.

მთლიანობაში ამჟამად გალის რაიონში რვა სამხედრო ბაზა ფუნქციონირებს - ექვსი მდინარე ენგურის სანაპირო ზოლზეა განლაგებული, ერთი ქალაქ გალში და კიდევ ერთი სამხედრო ბაზა სოფელ ოქუმში მდებარეობს.

როგორც ჩვენი წყარო გვიყვება  ბოლო პერიოდში აფხაზეთში   მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ გალი სულ მალე სამხედრო ქალაქად გადაკეთდება.

წყაროს ცნობითვე,  იმ სამხედრო ბაზებით, რაც ახლა აფხაზეთში არსებობს, რუსები ისედაც ყველაფერს აკონტროლებენ. სანაპიროზე ექვსი უზარმაზარი სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ეს ტერიტორია გააკონტროლოს.

სამხედრო ბაზების თემაზე და იქ არსებულ სიტუაციაზე,  ენგურს გაღმა მცხოვრები ქართველები ღიად საუბარს გაურბიან, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მცირე კომენტარზე დაგვთანხმდა. აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლებმა,  თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჩვენთან კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

 

 

 

comments

დეკემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended