ე.წ. საზღვარზე მიმოსვლის გართულებასა და ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებულ ვითარებაზე ზუგდიდში ისაუბრეს

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_galgam-001.jpgშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან აბაშიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის წარმომადგენლობასთან შეხვედრა გამართა, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. შეხვედრაზე, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაიაც ესწრებოდა, ე.წ. საზღვარზე მიმოსვლის გართულებასა და ადამიანის უფლებების დაცვით კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მედია წინასწარ დააუწყეს, თუმცა მინისტრის მოადგილემ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.რაც შეეხება ვახტანგ ყოლბაიას, მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ გართულებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან და საკითხს საერთაშორისო დონის შეხვედრებზე გაიტანენ. ის ასევე რამდენიმე დღის წინ ჯუმბერ გოგოხიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ძალიან მწვავედ დასმული შეხვედრებზე. რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ 58 წლის ჯუმბერ გოგოხიას ოკუპირებული ტერიტორიიდან ენგურის ხიდზე გადმოსვლის უფლება არ მისცეს.ის შეუძლოდ გახდა და როგორც ახლობლები აცხადებენ, ზუგდიდში გადმოყვანა დაგვიანდა და გარდაიცვალა. 

 

Нравится