გალის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მთავარ საკითხად ისევ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა განიხილა

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_galshex-025.jpg„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე დღეს ქართულმა მხარემ ამჯერადაც გიგია ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დააყენა. თუმცა, როგორც ჟურნალისტებს სუსი-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძემ განუცხადა, დე-ფაქტო ხელისუფლება ამ საკითხზე დუმს. ირაკლი ანთიძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპირეპულ რეგიონში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვითარება შეფასდა და    ის საკითხები დაისვა,  რომელიც  წინა შეხვედრებზე განიხილებოდა. მათ შორის საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე სკოლის შესაძლო დახურვის საკითხს.გალის შერეულ შეხვედრაზე დღეიდან ქართულ  მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთიძე უხელმძრვანელებს, რომელმაც მისი წინამორბედი კახაბერ ქემოკლიძე შეცვალა.

 

 

 

Нравится