აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს.

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_engxxx-014.jpgოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ზარანდიას ოჯახი მომხდარის დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ზარანდიას ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, გიორგი ერთი კვირა თბილისში იმყოფებოდა და რა მიზნით ცდილობდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას, მათთვის უცნობია.გიორგი ზარადნიას დედის თქმით, შვილს ტელეფონით ბოლოს პირველ მარტს ესაუბრა.1984 წელს დაბადებული გიორგი ზარანდია ოკუპირებულ აფხაზეთში 13 მარტს დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ზარადნიას დაკავების ფაქტს ადასტურებენ.უწყების ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

 

 

 

 

Нравится