გაუფასურებული ლარი კვლავ მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.

valutaa-02.jpgგადამცვლელ ჯიხურებში ლარის კურსი დღეს 2 და 53-ია, ის გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. გაუფასურებული ლარი კვლავ მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. რესპონდენტების თქმით, კურსის ცვლილება მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ზოგი კი ვარაუდობს, რომ ლარის გაუფასურება საკვებ პროდუქტებზე ფასების მომატებას  იწვევს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე დღეს კომენტარი ექპერტებმაც გააკეთეს, რომლებიც არსებული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობენ.ლევან ყიფიანი სესხების სუბსიდირების გეგმასაც აფასებს. ეკონომისტი ინიციატივას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელისუფლებამ სულ სხვა ნაბიჯები უნდა გადადგას. ექსპერტი აუცილებლობად მიიჩნევს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და ინვესტიციების მოსაზიდად მკვეთრი რეფორმების გატარებას. 

Нравится