სოციალურ თემატიკაზე მომუშავე მრჩეველთა საბჭომ დღეს შეხვედრა გამართა

attin-08.jpgასოციაცია "ათინათში"ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში","სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში"პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა,რომლის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგიის 2017 წლის გეგმის გაწერა.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო მრჩეველთა საბჭომ ,რომელიც 2016 წლის მაისში ჩამოყალიბდა და დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების,ადგილობრივი თვითმმართველობის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლებით.პოექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის.პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით საქართველოს სამ რეგიონში:იმერეთში,სამეგრელოსა და შიდა ქართლში.ტრენინგები და ერთობლივი აქტივობები ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო ინსტიტუტების თანამშრომლობას და გაზრდის სოციალური ჩართულობის მოდელის ეფექტურობას როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.

Нравится