ეკონომიკა

Facebook

Google Plus

YouTube

You must have the Adobe Flash Player installed to view this player.
Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
რატომ იქცა ქალაქის ქუჩები ნაგავსაყრელად –...
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის...
კახა მიქაია და ლალი ანთია თანამოაზრეებთან ერთად...
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის...
რა ხდება ანაკლიაში სეზონის მიწურულს და რას...
ა. ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის...
დავით ნარმანია-"წყლის მილების პრობლემაზე...
"ქართული ოცნების" წევრები პრაიმერში მონაწილეებს...
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივი...
ორგანიზაცია შესაბამის სტრუქტურებს დროული...
ორგანიზაციას მიაჩნია რომ მუნიციპალიტეტებში...

ანაკლიის პორტის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

Share

b_400_300_16777215_00_images_sainformacio_portiii13.jpgანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2019 წელს დასრულდება. პორტში პირველი გემის შემოსვლა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ ანაკლიაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგი, პორტის მშენებელი კონსორციუმის, ამერიკული პარტნიორი კომპანია „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი პოლ ფორსი, „ანაკლია განვითარების  კორსორციუმის“ ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია  და სამეგრელე-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია პორტის ტექნიკურ დეტალებს გაეცნენ. საუბარი ასევე შეეხო  პორტის განვითარების ეტაპებს, ინდუსტრიული ზონის ტერიტორიას, მოქალაქეების დასაქმებას და მუშა-ხელის გადამზადების საკითხებს. პორტის მშენებლობის ეტაპზე პირდაპირ 3400 ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს. ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალი ინდუსტრული ზონა და აშენდება რკინიგზა.ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულა იმ მიწის ნაკვეთბის და შენობა-ნაგებობების აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთიდა 400-მდე შენობა-ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდეობიექტია. მესაკუთერეების განმიწის გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებით და საბაზრო ფასებით მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული "კონტი ინტერნეიშენალის" მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა. ცოტა ხნის წინ კი ანაკლიის პორტის პროექტმა ვაშინგტონში გამართულ გლობალური ინფრასტრუქტურის ლიდერშიპის ფორუმზე წლის სტრატეგიული პროექტის ჯილდო მიიღო.

comments

დეკემბერი 2019
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25 26 27 28 29 30 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 1 2 3 4 5

მოწევა აკრძალულია

რა სიხშირით კითხულობთ წიგნებს?

იშვიათად - 39%
არ ვკითხულობ - 12.3%
ყოველდღიურად - 48.7%

სულ ხმები: 382
The voting for this poll has ended